წარმოგიდგენთ განახლებულ 08-ს

წარმოგიდგენთ განახლებულ 08-ს

წარმოგიდგენთ განახლებულ 08 -ს

უკვე 10 წელზე მეტია, რაც 08 აქტიურად სთავაზობს მომხმარებელს საკუთარ სერვისებს და ცდილობს განავითაროს საკუთარი თავის მიმართ ლოიალურობა, სასურველი სერვისის მიწოდებით. არსებული პერიოდის განმავლობაში, კომპანიას არ განუცდია მსგავსი განახლება.

   ბოლო პერიოდში, 08 -ამ განაახლა სახე, შეეცვალა ლოგო, დაემატა ახალი სერვისები, თუმცა ჩვენი ძირეული ღირებულებები არ შეცვლილა და დღემდე მოგვყვება.

   ჩვენი განახლება გულისხმობს არამხოლოდ ახალ ფერსა და სერვისებს, ის ასევე აღნიშნავს ბიზნესის ახალ ხედვას და ახალ მიდგომებს მომხმარებელთან ურთიერთობის დროს:

  • ხარისხი – თითოეულ ჩვენს სერვისს მომხმარებელს ვაწვდით მოკლე დროში და მისთვის სასურველი გზით. რაც მთავარია, ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ მომხმარებლის თითოეული სურვილი, რათა მიწოდებული სერვისი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს აღნიშნულ სტანდარტებს
  • სანდოობა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მისთვის საჭირო საკითხზე. მომხმარებელი შეიძლება დარწმუნებული იყოს ინფორმაციის სისწორეში, რადგან თითოეული მიწოდებული ინფორმაცია მუდმივად მოწმდება და განახლდება
  • ღიაობა – ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის, რათა ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ ღირებული პროდუქტი

08 -ში ქარმა დაუბერა ახალი მიმართულებით და მოაქვს მრავალი სიახლე, როგორც კონკრეტული მომხმარებლებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის. ჩვენი ახალი პროდუქტები მომავალში წარედგინება საზოგადოებას. თუმცა ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი, შევთავაზოთ მომხმარებელს სანდო და ხარისხიანი სერვისი, ჩვენი ძირითადი მამოძრავებელია.