რა არის ტელემარკეტინგი

რა არის ტელემარკეტინგი?

რა არის ტელემარკეტინგი?

ტელემარკეტინგი გულისხმობს სერვისებისა და პროდუქციის გაყიდვას ტელეფონის საშუალებით. ტელეფონი ძალზედ მარტივი და კომფორტული საშუალებაა, იმისთვის, რომ შესთავაზოთ საკუთარი სერვისები პოტენციურ კლიენტებს. 

ტელემარკეტინგი საშუალებას გაძლევთ პირდაპირ დაუკავშირდეთ კონკრეტულ კლიენტებს და შესთავაზოთ მათზე მორგებული მომსახურება: მათი სურვილებისა და მოთხოვნების შესაბამისად. ამისგან განსხვავებით ჩვეულებრივი რეკლამა გამიზნულია მომხმარებლების მასაზე და საშუალებას არ იძლევა მიუდგეთ თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად.

 

ტელემარკეტინგის სახეობები

არსებობს ტელემარკეტინგის ორი ტიპი: შემომავალი და გამავალი.

  1. შემომავალი ტელემარკეტინგი გულისხმობს ცხელ ხაზს, რომელსაც კლიენტები საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებიან და მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. მაგ. რა მომსახურებებს სთავაზობენ კლიენტებს; რა ფასები არის არსებულ პროდუქციაზე და ა.შ.
  2. რაც შეეხება გამავალ ტელემარკეტინგს, აქ ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა. გამავალი “ცივი” ზარების განხორციელება საკმაოდ რთული პროცესია. “ცივ” და “ცხელ” ბაზებში არსებულ კლიენტებს უკავშირდებიან და სთავაზობენ არსებულ პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ კლიენტთა გარკვეული ნაწილი შეიძლება საერთოდ არ იყოს დაინტერესებული, თუმცა მაინც ჩნდებიან ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც დიდ ინტერესს გამოხატავენ შეთავაზებული პროდუქციის მიმართ.

ტელემარკეტინგის მიზნები:

  • პოტენციური კლიენტების მოთხოვნების დადგენა
  • კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
  • გამოკითხვების წარმოება
  • პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა 
  • პროდუქციის გაყიდვის შემდგომ ეტაპზე კლიენტებისთვის დამატებითი მომსახურების გაწევა

ტელემარკეტინგის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

დადებითი მხარეებია:

  • პირდაპირი კავშირი კლიენტთან, რაც საშუალებას იძლევა შეფერხების გარეშე გაეცეს პასუხი მომხმარებლის ნებისმიერ კითხვაზე
  • ზარის განხორციელებამდე პოტენციური კლიენტების შერჩევა, რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დროის დიდი ნაწილი
  • გაყიდვების პროცესის კონტროლი/მონიტორინგი
  • კლიენტთან პირდაპირი კონტაქტის დროს, შეგიძლიათ გაიგოთ თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს მას, და შესაბამისად გააუმჯობესოთ შემოთავაზებული პროდუქტი

ტელემარკეტინგის ნაკლოვანებები ძირითადად უკავშირდება ზარების მწარმოებელი თანამშრომლების ნაკლები გამოცდილებას ან შესაბამისი უნარის არ ქონას. თუმცა 08 -ში ასეთი ნაკლოვანებებიც არ არსებობს. ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც უპრობლემოდ შეასრულებს თქვენზე მორგებულ შეკვეთებს.