მარკეტინგული სიები

რას ნიშნავს მარკეტინგული სიები და რამდენად ეფექტურია იგი ბიზნესის წარმართვაში?

რას ნიშნავს მარკეტინგული სიები და რამდენად ეფექტურია იგი ბიზნესის წარმართვაში?

მარკეტინგული სიები საშუალებას იძლევიან მიზანმიმართულად გამოიყენოთ ინფორმაცია კლიენტებისა და ზოგადად ბაზრის შესახებ. მარკეტინგული ბაზების საშუალებით შესაძლებელია ბევრად ზუსტად მოახდინოთ არსებული ბაზრის სეგმენტირება, ბევრად უკეთესი გზით გაანალიზოთ, შეაფასოთ და გამოიყენოთ კავშირები შესაძლო კლიენტებთან და პარტნიორებთან.

მარკეტინგული სიების დახმარებით მარტივდება მედია კამპანიების დაგეგმვა და გაყიდვების პროცესების მართვა. ამით გადაიდგმევა პირველი ნაბიჯები, რათა აქციოთ შესაძლო კლიენტები ლოიალურ მომხმარებლებად.

 

მონაცემები პოტენციური მომხმარებლების შესახებ

მონაცემთა ბაზის შინაარსი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტიპის ორგანიზაციას წარმოადგენთ და რა ტიპის კლიენტები გაინტერესებთ. მაგ. სადაზღვეო კომპანიას დასჭირდება განსხვავებულ ბაზის შედგენა, ავტომობილების მწარმოებელ კომპანიასთან შედარებით.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები დაინტერესებულები არიან სხვა ორგანიზაციებით, მაშინ ისინი ძირითადად არკვევენ მათ შესაძლებლობებს, რათა განსაზღვრონ დაინტერესების ხარისხი.

 

მარკეტინგული ინსტრუმენტების დანაწილება

მარკეტინგული სიის ელექტრონული დამუშავება გულისხმობს დიდი დროის დაზოგვას და ამავდროულად ინფორმაციის დიდი მოცულობის დამუშავებას სურვილის მიხედვით. ეს შესაძლებელია ჩვეულებრივი საოფისე გარემოს პირობებში. 

ფილტრაციის დროს შესაძლებელია ინფორმაციის სორტირება ადგილმდებარეობით, ადამიანების რაოდენობით, საქმიანობით და ა.შ.

 

მარკეტინგული სიების ტიპები

ზოგადად არსებობს სიების ორი სახე: 

  • სამომხმარებლო – ინფორმაცია კონკრეტული პირების შესახებ
  • კორპორატიული – დეტალური ინფორმაცია კომპანიების შესახებ (თანამშრომლების რაოდენობისა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით)

კორპორატიულის შემთხვევაში, კომპანიები იძიებენ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციების შესახებ, რათა ეფექტურად აწარმოონ ბ2ბ ურთიერთობა.

08 -ს გააჩნია საქართველოში ყველაზე დიდი ინფორმაციული ბაზა, რომელიც მოიცავს მრავალ სფეროს. ეს შეეხება ასევე საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს. 08 -ს შეუძლია მოგაწოდოთ სასურველი მოცულობის ინფორმაცია 140 000 -ზე მეტ ორგანიზაციაზე და შეგირჩიოთ სასურველი მონაცემების მიხედვით.