საინფორმაციო ცენტრი

საინფორმაციო ცენტრი 08 კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია: სწრაფ და კომფორტულ მომსახურებაზე. ნებისმიერ აბონენტს სრულყოფილი მომსახურების მიღება შეუძლია, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში. 

ჩვენი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის რეგულარულად მოძიება, დამუშავება, განახლება და მომხმარებლებისათვის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდება კომფორტული და მარტივი გზით.

კოდის გარეშე, პირდაპირ – 118 08 -ზე დარეკვით ნებისმიერი ასაკისა და სხვადასხვა ინტერესის მქონე მომხმარებელს შეუძლია მისთვის ყველაზე საინტერესო ინფრომაციის მიღება. თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა, უნიკალური, ყოველდღიურად განახლებადი საინფორმაციო ბაზა, თქვენზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა და კვალიფიციური ოპერატორები, საშუალებას გვაძლევს 08 იყოს ყველაზე სანდო საინფორმაციო ცენტრი.

08 – ის ნომერია 118 08. ირეკება ნებისმიერი სატელეფონო/მობილური ოპერატორიდან.

  • ფიქსირებული ტელეფონიდან ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის – 1.75 ლარი (მომხმარებლებს მიღებული ინფორმაციის საფასურის გადახდა შეუძლიათ სააბონენტო გადასახდთან ერთად);
  • ჯეოსელი – 1.75 ლარი;
  • ბილაინი – 1.75 ლარი;
  • მაგთიკომი – 1.75 ლარი;

ყველაზე სანდო საინფორმაციო ცენტრში ზარები, როგორც შემომავალი, ასევე გამავალი სახისაა. შემომავალი ზარები ხორციელდება მომხმარებლების მიერ, ინფორმაციის ან  სხვა სახის დახმარების მისაღებად.

გამავალი ზარები ხორციელდება ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და მონაცემთა ბაზის მუდმივად განახლების მიზნით.

08 -ის სტრუქტურა შედგება რამოდენიმე საფეხურისაგან.

“ქოლ ცენტრი”, საიდანაც ხდება პირველადი ინფორმაციის გაცემა. თუ მომხმარებელს ესაჭიროება განსაკუთრებული დახმარება მას უკავშირდება სპეციალური სამსახური – “ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების განყოფილება”, რომელიც მისთვის სასურველ ჭრილში აზუსტებს ინფორმაციას.

“ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი”, რომელიც იძიებს, ამუშავებს და ანახლებს არსებულ ინფორმაციას. მომსახურების ხარისხის მეტად დახვეწის მიზნით არსებული სტრუქტურის ერთ-ერთ საფეხურს წარმოადგენს “ხარისხის კონტროლის მართვის დეპარტამენტი”, სადაც თითოეული ოპერატორის მომსახურების ხარისხი მოწმდება.

Request a Call back