თუ გსურს გადადგა პირველი კარიერული ნაბიჯები; თუ ხარ მოტივირებული, მაგრამ გამოცდილების არ ქონის გამო არ გეძლევა შესაძლებლობა მიიღო ცოდნა და განვითარდე კარიერულად? მაშინ შენ აირჩევ 08 -ს
საინფორმაციო ცენტრ 08 აცხადებს შენზე მორგებულ ვაკანსიას და საშუალებას გაძლევს ჩვენს პროფესიონალ გუნდთან ერთად ჩაერთო საინტერესო საქმიანობაში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
- სიახლეების ეპიცენტრში ყოფნას
- კომუნიკაციის უნარების განვითარებას
ჩვენ არ ვითხოვთ 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას და ასტრონავტის უნარ-ჩვევებს, ამის ნაცვლად უნდა გქონდეს:
- სხარტი აზროვნება
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- მოსმენის უნარი
თან ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ საქართველოში №1 საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მომხმარებლებს 11 წელია აძლევს შესაძლებლობას მარტივად მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე.